ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

17 მაისთან დაკავშირებით საელჩოებმა გავავრცელეთ განცხადება, რომ საქართველოში ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული-დიეგო კოლასი

ნახვები: 543 17 მაისთან დაკავშირებით საელჩოებმა გავავრცელეთ განცხადება, რომ საქართველოში ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული-დიეგო კოლასი

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აცხადებს, რომ საქართველოში ლგბტ პირების უფლებები წარმოშობს ფართო კითხვებს.

„მინდა, მივულოცო ეს დღე ყველას, ვინც ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, ეს არის მნიშვნელოვანი დღე ლგბტ თემისთვის, რადგან ასახავს უფლებებს, რომლებიც ამ თემის წარმომადგენლებს აქვთ, მათი საბაზისო უფლებების აღიარებას. ეს არის უფლებები, რომლებითაც ყველა სარგებლობს და რომლებითაც უნდა ისარგებლონ ლგბტ პირებმა. ასე რომ, ეს არის მნიშვნელოვანი დღეს აღსანიშნავად. ვფიქრობ, ზოგადად, საქართველოში ლგბტ პირების უფლებები წარმოშობს უფრო ფართო კითხვებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის – ინდივიდისა და კოლექტივის როლი, თანამედროვეობის და ტრადიციების როლი, როგორ უნდა იპოვოს საქართველომ თავისი გზა თანამედროვეობისკენ, დემოკრატიისკენ, კანონის უზენაესობისკენ ყველასთვის, მათ შორის ლგბტ პირებისთვის. ასე რომ, ეს არის მნიშვნელოვანი დღე და მოხარული ვართ, რომ მას ვზეიმობთ. ამ დღის აღსანიშნავად, დღეს საფრანგეთის საელჩო ცისარტყელას დროშას გამოფენს. ხუთი ივლისის მოვლენებიდან, ძალადობის ბნელი დღიდან ერთი წლის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ, ჩვენ კვლავ ვუსვამთ ხაზს ამ საკითხს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

მრავალმა საელჩომ, მათ შორის საფრანგეთის საელჩომ დღეს გააკეთეს საკმაოდ ძლიერი განცხადება, რომელიც ხაზს უსვამს ლგბტ პირების უფლებების დაცვის მნიშვნელობას. თუმცა უმთავრესად ის მიმართულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში ყველას უფლებები იყოს დაცული, მათ შორის ლგბტ პირების. არია ბევრი ადამიანი, რომელთაც დაცვას სჭირდება, არსებობს ბევრი უფლება, რომელიც უნდა იყოს დაცული და ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა