თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მნიშვნელოვანია დავაფიქსიროთ სოლიდარობა თემის მიმართ და დავგმოთ ძალადობა-ომბუდსმენი 17 მაისზე

ნახვები: 588 მნიშვნელოვანია დავაფიქსიროთ სოლიდარობა თემის მიმართ და დავგმოთ ძალადობა-ომბუდსმენი 17 მაისზე

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ლგბტ თემის წევრები პანელურ დისკუსიას მართავენ. შეხვედრაში მონაწილეობენ სახალხო დამცველი, პოლიტიკური ჯგუფები, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 

ორგანიზაცია "თბილისი პრაიდის" თანადირექტორი მარიამ კვარაცხელია აცხადებს, რომ იმ უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, რაც ლგბტ ადამიანებს უდგათ დღის წესრიგში, არსებობს დადებითი ტენდენციებიც, რაც უახლესი კვლევებით დასტურდება.

"ვისაუბრებთ იმ სოციალურ, ეკონომიკურ, უმძიმეს გამოწვევებზე, რაც ლგბტ ადამიანებს უდგათ დღის წესრიგში. ჰომოფობია ჯერ კიდევ მძვინვარებს საქართველოში, თუმცა გვაქვს დადებითი ტენდენციებიც. უახლესი კვლევებიც გამოქვეყნდა, რომელიც ამბობს, რომ რიგითი მოქალაქეების, ადამიანების საზოგადოების დამოკიდებულება და მიმღებლობა ლგბტ ადამიანების მიმართ იცვლება ცალსახად დადებითისკენ," – აცხადებს მარიამ კვარაცხელია.

დისკუსიის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ გამოწვევაზე საუბრობენ. ის, რომ ჰომოფობია მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, მათი თქმით, სულ მცირე 5 ივლისის მოვლენებიც ადასტურებს. სახალხო დამცველის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია ომბუდსმენის აპარატიდან ლგბტ თემის მიმართ დაფიქსირდეს სოლიდარობა. 

"დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დავაფიქსიროთ ჩვენი სოლიდარობა თემის მიმართ და დავგმოთ ძალადობა. თემი უკვე წლებია ვერ ახერხებს ისარგებლოს კონსტიტუციის უფლებით გამოხატვის და შეკრების თავისუფლებით. განსაკუთრებით მწვავე იყო შარშან განვითარებული მოვლენები, როდესაც ხელისუფლებამ არა თუ ვერ აღკვეთა, არამედ გარკვეულმა განცხადებებმა წაახალისა ძალადობა. სამწუხაროდ ლგბტ+-ს თემის წარმომადგენლები აწყდებიან დისკრიმინაციას ისეთ ურთიერთობებში, როგორიც არის სამედიცინო მომსახურება, განათლების მიღება," - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა