ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მიშელის დოკუმენტის დროულად და სრულფასოვნად შესრულებას მონიტორინგს პარლამენტის თავმჯდომარე გაუწევს

ნახვები: 267 მიშელის დოკუმენტის დროულად და სრულფასოვნად შესრულებას მონიტორინგს პარლამენტის თავმჯდომარე გაუწევს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა პირადად გაუწევს მონიტორინგს შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების დროულად და სრულფასოვნად შესრულებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის შეხვედრეის შემდეგ გახდა ცნობილი.

პარლამენტის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით მომზადებულ დოკუმენტს და მის იმპლემენტაციას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ის პირადად გაუწევს მონიტორინგს, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტები დროულად და სრულფასოვნად შესრულდეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

კახა კუჭავას თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან წლების განმავლობაში აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს, რის შედეგადაც, მრავალი საინტერესო პროექტი განხორციელდა.

შეგახსენებთ: კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან პირველი შეხვედრა გამართა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა