ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საწვავზე საერთაშორისო ფასები რეკორდულად მაღალია-სოსო ფხაკაძე

ნახვები: 617 საწვავზე საერთაშორისო ფასები რეკორდულად მაღალია-სოსო ფხაკაძე

საწვავზე საერთაშორისო ფასები რეკორდულად მაღალია, ამ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სოსო ფხაკაძის თქმით, ამ ეტაპზე, ფასების შემცირების რესურსი არ არსებობს.

„დღეს არის არაორდინალური ვითარება ომის გამო. დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ისეთი პროცესი, სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთ-უკრაინას შორის ასევე ამერიკამ თავისი რეზერვებიდან გამოუშვა ნავთობის დიდი ოდენობა. ამის გამო, ფასები საერთაშორისო ბაზარზე წამოვიდა ქვემოთ. ასეთ კონიუქტურაში ჩვენ, ბაზრის მონაწილეებმა გავაკეთეთ განცხადება და იყო მოლოდინი, რომ ფასები შემცირდებოდა. სწორედ ამის საფუძველზე, ხელისუფლებას ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა, რომ ესაუბრა ფასების უკან წამოსვლაზე. ეს ყველას გაგვიხარდებოდა და ძალიან კარგი იქნებოდა, რადგან მარტო საბრუნავ სახსრებზე 2.5-ჯერ არის მოთხოვნა გაზრდილი. აქ მილიონებზეა საუბარი და ძალიან მძიმე ტვირთია ეს კომპანიისთვის. მაგრამ სამშვიდობო მოლაპარაკებები შეჩერდა, ფასების კლებაც გამოდგა ძალიან ხანმოკლე და დღევანდელი მდგომარეობით, რეკორდულად მაღალი პლაცია. ნავთობიც სადღაც 113-114 დოლარზეა. ამიტომ მძიმე ვითარებაა. ასეთ სიტუაციაში რამე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არავის არ გვაქვს, არც ხელისუფლებას და არც ოპერატორებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვმუშაობთ და ყველანაირ საშუალებას ვეძებთ, რაღაც ახალი დივერსიფიკაციის წყაროები ვიპოვოთ. თუ მოხდა, რომ გაიაფებული წყაროდან შემოვიტანეთ საწვავი, ის მყისიერად აისახება ადგილობრივ ფასებზეც. ეს ცალსახად ასე იქნება, რამეთუ ამ დროს უფრო მეტია რეალიზაცია, უკმაყოფილო მომხმარებელიც ნაკლებია და საბრუნავი სახსრებზე მოთხოვნაც მცირდება მნიშვნელოვნად. ორი თვეა, ამ თემაზე ვმუშაობთ, რაიმე ხელჩასაჭიდი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ბოლო ათი დღეა, გამოიკვეთა რაღაც წყაროები. ახლა გვინდა, ამას ჩავეჭიდოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა არხი, თუ ამისი გამოყენება მოხერხდება“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა