ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ევროპარლამენტი მზადაა, გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს-გერმანული მედია

ნახვები: 467 ევროპარლამენტი მზადაა, გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს-გერმანული მედია

გერმანული მედიის ცნობით, ევროპარლამენტი მზადაა, გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ველტი“ ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტები იუწყება, შრედერს ამ დრომდე არ გაუწყვეტია კავშირები რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტთან“.

როგორც მედია წერს, ევროპარლამენტარების მოთხოვნა გაზრდის ზეწოლას ევროკომისიაზე. მედიაში აღნიშნულია, რომ თუ ბრიუსელში შრედერის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, გერმანიის ყოფილი კანცლერის ყველა ანგარიშს ევროპაში დააყადაღებენ.

შრედერის გარდა, გერმანული მედიის ინფორმაციით, ევროპარლამენტი ითხოვს, რომ სანქციები დაუწესდეს საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ფიონს, რომელიც რუსულ კომპანიაში მუშაობდა და ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, რომელიც დღემდე არის „როსნეფტის” სამეთვალყურეო საბჭოში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა