ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას“ - რა გეგმები აქვს პრემიერის ახალ მრჩეველს ვაზილ ჰუდაკს

ნახვები: 387 „საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას“ - რა გეგმები აქვს პრემიერის ახალ მრჩეველს ვაზილ ჰუდაკს

„ვაზილ ჰუდაკი იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ვითარებაში ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ. ამ გეგმაში საქართველოს სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოურ ივესტიციებს წამყვანი როლი აქვს. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები და ეს ნიშნავს ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, მეტ შემოსავალს ჩვენი მოქალაქეებისთვის და დასაქმებას. ჩვენ შევარჩიეთ ბატონი ვაზილი, ის მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, იყო სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრი და ფინანსთა მინისტრი. მისი მთავარი მიზანი იქნება ქვეყანაში უცხოური და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება",- განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 7 მაისს, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩევლის წარდგენისას.

ჰუდაკის განცხადებით, ქვეყნის განვითარებისათვის ინვესტიციების მოზიდვა და კერძო სექტორთან თანამშრომლობა აუცილებელია.

"ჩვენ რთულ პერიოდში გვიწევს მუშაობა, მაგრამ მიმაჩნია, რომ განვითარების შესაძლებლობა არსებობს. აშშ-სა და ევროკავშირიდან ინვესტიციების მოზიდვა აუცილებელია, სწორედ ეს არის საქართველოს მომავალი. გამოიყო 50 მილიარდი ევრო ამ პროგრამისთვის. გამოიყო ორი ძირითადი ასპექტი: გაციფროვნება და კლიმატის ცვლილების დაძლევა. მიმჩნია, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას. შევისწავლე სხვადასხვა გამოწვევა და საჭიროება. სახელმწიფო რესურსები არ არის საკმარისი და ამიტომ მობილიზება აუცილებელია. ჩაერთვება კერძო სექტორიც. დიდი პატივი მაქვს ამ დარგში ვიმსახური პრემიერ მინისტრის მრჩევლად და ამ მისიას ძალიან სერიოზულად ვუდგები",- განაცხადა ჰუდაკმა.

შეგახსენებთ: საქართველოს პრემიერს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩევლი აქამდე არ ჰყოლია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა