რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

აშშ მზად იქნება, გამოიყენოს სამხედრო ძალა, თუ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმება

ნახვები: 694 აშშ მზად იქნება, გამოიყენოს სამხედრო ძალა, თუ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმება

აშშ მზად იქნება, გამოიყენოს სამხედრო ძალა, თუ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმება. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ჯო ბაიდენმა იაპონიაში ვიზიტისას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ტოკიოში ჟურნალისტის კითხვაზე, დაიცავს თუ არა შეერთებული შტატები ტაივანს, თუ მას ჩინეთი თავს დაესხმება, პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ“. ბაიდენმა დასძინა, რომ ჩინეთი ტაივანის საკითხზე „საფრთხეს ეფლირტავება.“

„ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ… ჩვენ ვეთანხმებით ერთი ჩინეთის პოლიტიკას. ჩვენ ხელი მოვაწერეთ მასზე და აქედან გაფორმდა ყველა დაგეგმილი შეთანხმება, მაგრამ აზრი, რომ შეიძლება მისი ძალით აღება, უბრალოდ მიზანშეწონილი არ არის“, – განაცხადა ბაიდენმა.

დასავლური მედიის შეფასებით, ბაიდენის კომენტარები არის გადახვევა აშშ-ის ე.წ. სტრატეგიული გაურკვევლობის პოლიტიკიდან.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა