ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მამუკა მდინარაძე: „პრეზიდენტს ვეტოს დასადებად სამართლებრივი საფუძველი არ აქვს“

ნახვები: 331 მამუკა მდინარაძე: „პრეზიდენტს ვეტოს დასადებად სამართლებრივი საფუძველი არ აქვს“

„პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ უნდა დაადოს," - განაცხადა დღეს, 7 მაისს, პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, მამუკა მდინარეძემ.

მისივე თქმით, ვეტოს დადების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„მას არ მოუხდენია თავისი განწყობის დეკლარირება, მან ყურადღებით მოგვისმინა, კითხვები დასვა და მის დასკვნებზე წინასწარ ვერ ვილაპარაკებ, პრეზიდენტი თუ კანონში შესულ ცვლილებებს თუ ვეტოს დაადებს, ამას სამართველბრივი საფუძველი ვერ ექნება," - განაცხადა მდინარაძენ. .

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში „ქართული ოცნების" დეპუტატებს მამუკა მდინარაძესა მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა.

პრეზიდენტმა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებები განიხილეს.

ოპოზიცია ზურაბიშვილს მოუწოდებს, კანონპროექტს ვეტო დაადოს. შეხვედრები ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრებთან პრეზიდენტმა გუშინ დაიწყო.

პრეზიდენტი დღეს, შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსაც შეხვდა. ორბელიანის სასახლე მინისტრმა უკომენტაროდ დატოვა.

შეგახსენებთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირაში მიიღო, ოპოზიციის კრიტიკის საგანი გახდა. კანონი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებისათვის ჯარიმების გამკაცრებას გულისხმობს, აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმაც უარყოფითად შეაფასა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა