Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

მიხაილ პოდოლიაკი - კისინჯერი გვთავაზობს უკრაინის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას, ასე მარტივად დაუშვებდა ის პოლონეთის ან ლიეტუვის მიტაცებას

ნახვები: 518 მიხაილ პოდოლიაკი - კისინჯერი გვთავაზობს უკრაინის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას, ასე მარტივად დაუშვებდა ის პოლონეთის ან ლიეტუვის მიტაცებას

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის დავოსის ფორუმზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორია სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად“.

„ისევე მარტივად, როგორც ბატონი კისინჯერი ომის შესაჩერებლად გვთავაზობს უკრაინის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას, ის დაუშვებდა პოლონეთის ან ლიეტუვის მიტაცებას. კარგია, რომ სანგრებში უკრაინელებს „დავოსის პანიკიორების“ მოსმენის დრო არ აქვთ. ისინი ცოტათი დაკავებული არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით“, – აცხადებს პოდოლიაკი.

ცნობისთვის -  უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორია სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა დავოსის ფორუმზე განაცხადა.

კისინჯერის თქმით, უკრაინამ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, ვიდრე არ შექმნილა რყევები და დაძაბულობა, რომელიც ადვილად არ დაიძლევა.

„იდეალურ შემთხვევაში, გამყოფი ხაზი უნდა იყოს სტატუს კვოში დაბრუნება. ომის შემდგომი გაგრძელება ამ წერტილის მიღმა შეეხება არა უკრაინის თავისუფლებას, არამედ ახალ ომს თავად რუსეთის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, რომ უკრაინელები ნაჩვენებ გმირობას სიბრძნეს გაუტოლებენ“, – აღნიშნა კისინჯერმა.

ჰენრი კისინჯერის თქმით, რუსეთი იყო „ევროპის არსებითი ნაწილი“ ოთხ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში და ევროპელმა ლიდერებმა „არ უნდა დაკარგონ მხედველობიდან გრძელვადიანი ურთიერთობა“, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის ჩინეთთან მუდმივ ალიანსში მოქცევას რისკავენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა