რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

როდის ვაპირებთ, ღვთის სახელით, წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს? რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით?-ჯო ბაიდენი

ნახვები: 534 როდის ვაპირებთ, ღვთის სახელით, წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს? რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით?-ჯო ბაიდენი

როდის ვაპირებთ, ღვთის სახელით, წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს? – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას, თეთრ სახლში განაცხადა.

ბაიდენმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„როდის ვაპირებ, ღვთის სახელით, წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს? ასეთი მასობრივი სროლები იშვიათად ხდება მსოფლიოს სხვა ადგილას. რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? რატომ ვაძლევთ საშუალებას ეს მოხდეს? დროა, ვიმოქმედოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის დროს.

ბოლო მონაცემებით, ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. დაღუპულია 19 ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი.

ტეხასის გუბერნატორის გრეგ აბოტის განცხადებით, დაღუპულია თავდამსხმელი 18 წლის სალვადორ რამოსი, რომელიც პოლიციელის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა