Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ვოლოდიმირ ზელენსკი - საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან შედგება მოლაპარაკება

ნახვები: 478 ვოლოდიმირ ზელენსკი - საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან შედგება მოლაპარაკება

რუსეთთან მოლაპარაკებები შედეგმა, კითხვა შემდეგში მდგომარეობს – რუსეთის რომელ პრეზიდენტთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში გამართულ ღონისძიებაზე ჩართვის დროს განაცხადა.

„საომარი ნაწილის შემდეგ, იქნება მშვიდობიანი პროცესი, იქნება მოლაპარაკების მაგიდა და იქნება მშვიდობა. კითხვა ისმის, ვისთან გამართავს მოლაპარაკებას უკრაინა? რუსეთის რომელ პრეზიდენტთან? ეს ასევე დამოკიდებულია რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის სურვილზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, პუტინი ვერ აცნობიერებს დღეს არსებულ მდგომარეობას.

„ის თავის საინფორმაციო სამყაროში ცხოვრობს და ვერ ხვდება, რომ უკრაინა დათმობაზე არ წავა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, პუტინთან მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც ის დაბრუნდება რეალობაში და მიხვდება, რომ ბევრი ადმიანი იღუპება. „მაშინ შეიძლება, ვცადოთ, თუ გვიან არ იქნება დიპლომატიურ გზაზე წასვლა რუსეთის მოქმედ მთავრობასთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა