თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასავლეთს ეყოფა გამბედაობა რუსეთის საზღვაო ბლოკადის მოსახსნელად-დმიტრო კულება

ნახვები: 430 ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასავლეთს ეყოფა გამბედაობა რუსეთის საზღვაო ბლოკადის მოსახსნელად-დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასავლეთს ეყოფა გამბედაობა რუსეთის საზღვაო ბლოკადის მოსახსნელად. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ დმიტრო კულებამ დავოსში გამართულ უკრაინულ საუზმეზე განაცხადა.

დმიტრო კულებამ უპასუხა კითხვას, შეუძლიათ თუ არა დასავლეთის ქვეყნებს ორგანიზება გაუწიონ სამხედრო კოლონის მოწყობას შავ ზღვაში გემების ესკორტისთვის.

„ნატო-მ ომის ყველაზე ტრაგიკულ მომენტში თუ არ დახურა უკრაინის ცა, მაშინ რატომ გახსნიან შავ ზღვას, რათა უკრაინიდან შეუფერხებლად მოხდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი? მთელი გულით მივესალმები ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დასავლეთის ქვეყნებს და სხვა ქვეყნებს ექნებათ საკმარისი ძალა, გამბედაობა, იპოვონ ამ საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტა“, – განაცხადა კულებამ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის პორტების გახსნასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც პრობლემა ის არის, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება.

„ხელიც რომ მოაწერონ რაიმე გარანტიებს შეუფერხებელი გასასვლელის შესახებ, არ ნიშნავს, რომ ის წარმოდგენილი იქნება. მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ, დაარღვიონ შეთანხმება, როგორც კი მას მიაღწევენ“, – განაცხადა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა