ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლა

ნახვები: 253 სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლა

რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე, მელიას საქმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, პატიმრობა ბრალდების მხარის თვითმიზანი არასდროს ყოფილა.

„ჩვენ შეთავაზების შესაბამისად გუშინ მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით. შუამდგომლობით მოთხოვნილია ნიკა მელიას პატიმრობის შეცვლა გირაოთი. კერძოდ, გირაო 40 000 ლარის ოდენობით ფიგურირებს ჩვენს შუამდგომლობაში.

ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ნიკა მელიას პატიმრობა ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ამასთან, ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე მინდა ყურადღების გამახვილება, 25 თებერვლის შეთავაზების შემდგომ არაერთხელ მოისმინეთ ადვოკატებისგან, ასევე ბრალდებულისგან, რომ პროკურატურის შეთავაზება სამართლებრივ მოცემულობას არ შეესაბამება, თუმცა 8 მაისს ყველამ ნახეთ, რომ ეს არა თუ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, ძალიან მარტივად განხორციელებადი იყო ტექნიკურად", - განაცხადა გულუაშვილმა.

შეგახსენებთ,: „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა