ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

კობახიძის დღევანდელი განცხადება მიუთითებს, რომ ევროკავშირი კანდიდატობაზე უარს გვეტყვის და უარის შემდგომი პროცესებისთვის ემზადებიან-გიორგი ვაშაძე

ნახვები: 620 კობახიძის დღევანდელი განცხადება მიუთითებს, რომ ევროკავშირი კანდიდატობაზე უარს გვეტყვის და უარის შემდგომი პროცესებისთვის ემზადებიან-გიორგი ვაშაძე

ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ პირდაპირ უშვებს იმის ალბათობას და ამას უკვე ღიად ამბობს, რომ მათმა ანტიდასავლურმა ნაბიჯებმა ფაქტობრივად ევროკავშირი იქამდე მიიყვანა, რომ უარი მივიღოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის რეალობა, რასაც ადამიანებმა თავლი უნდა გაუსწორონ.

„ეს არის რეალობა, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს ადამიანი და ეს პოლიტიკური ჯგუფი თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ანტიდასავლური რიტორიკით, აშანტაჟებენ მოსამაართლეებს, გეგონება, ქურდული სამყარო იყოს სასამართლოში, ქურდმა რაღაც სიტყვა თქვა და აღარ უნდა წავიდნენ უცხოეთში. თავს ესხმიან ევროკავშირისა და ამერიკის ელჩს. მეტიც, იჭერენ კრიტიკული მედიის ხელმძღვანელებს, არ ითვალისწინებენ არც ერთ რეკომენდაციას და შვიდ პუნქტს, რაც წარვადგინეთ. უბრალოდ წაიკითხეთ, უმარტივესია ამ ყველაფრის გაკეთება.

კობახიძის დღევანდელი განცხადება მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ ფიქრობს, მათი სტრატეგია მუშაობს და ევროკავშირი კანდიდატობაზე გვეტყვის უარს. შესაბამისად, უარის შემდგომი პროცესებისთვის ემზადებიან. მაგალითად, ჩვენ ირლანდიაში მივდივართ, ევროპარლამენტარებს უნდა შვეხვდე, შემდეგ ებრიუსელში, ბერლინში. მაქსიმალურად ვიმუშავებ, რომ ეს არ მოხდეს. პირდაპირ გეუბნებით, ხელს ვადებ კობახიძეს, ღარიბაშვილს და ივანიშვილს, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ არ მოგვცენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ფიქრობენ, რომ ნაბიჯების კომპოზიცია, რაც მათ გადადგეს ერთი თვის მანძილზე, საკმარისი შეიძლება, აღმოჩნდეს, რათა ევროკავშირმა უარი გვითხრას. შესაბამისად, ისინი არიან ანტიქართული, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პერსონები. ხაზს ვუსვამ ამას. აგერ ევროკავშირის ელჩი და მთელი ევროპა გეუბნება, გადმოდგი ნაბიჯი, რომ გადმოვდგათ ნაბიჯი ჩვენც. ჩვენ ჩვენი შვიდი პუნქტი დავდეთ, იმის რაც არის გადასადგმელი ნაბიჯები და დადონ მათაც ასეთი პუნქტები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა