ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

უკრაინაში ომი საფრთხეს წარმოადგენს ყველა ღია საზოგადოებისთვის-ესპანეთის პრემიერ-მინისტრი

ნახვები: 496 უკრაინაში ომი საფრთხეს წარმოადგენს ყველა ღია საზოგადოებისთვის-ესპანეთის პრემიერ-მინისტრი

ნატო თავისი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას, ასევე ევროკავშირი და ის საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ჩვენ ავაშენეთ ბოლო ათწლეულების მანძილზე, – ამის შესახებ მადრიდში, ესპანეთის ნატო-ში გაწევრიანების 40 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატო პასუხობს საზოგადოების ძირითად საჭიროებას, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, „ეს არის დაცულობა და უსაფრთხოება, ჩვენი საზოგადოების დემოკრატია, მოქალაქეების კეთილდღეობა, თუმცა ყველაზე მაღლა დგას უსაფრთხოება და ამ ბოლო თვეების განმავლობაში ეს ჩვენი თვალით ვიხილეთ“.

„საშინელებებს, რომლებიც ჩადენილია უკრაინაში, სისასტიკეს, უდანაშაულო ხალხის გაუმართლებელ მკვლელობას მივყავართ პრეზიდენტ პუტინის ქმედებების დაგმობამდე, ის არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მაგრამ ვერ მიაღწევს საკუთარ მიზნებს. ჩვენ მას ვაჩვენეთ, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არის ძლიერი და ჩვენ არ დავმარცხდებით. დასაწყისიდანვე მკაფიოდ ვაჩვენეთ, რომ ჩვენი ერთიანობა მოკავშირეებს შორის არის საუკეთესო შეკავება, რათა თავიდან ავირიდოთ კონფლიქტის ესკალაცია. ამ ომის ინიცირება პრეზიდენტ პუტინისთვის გახდა ერთადერთი გზა, რათა ხელი შეეშალა ქვეყნის ლეგიტიმური მისწრაფებისთვის, რომელსაც სჯერა კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, სოლიდარობასა და მშვიდობას. მან ეს გააკეთა ერთი უბრალო მიზეზის გამო – დემოკრატია საფრთხეს უქმნის მის ავტორიტარულ რეჟიმს“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომი საფრთხეს წარმოადგენს ყველა ღია საზოგადოებისთვის, მათ შორის ესპანეთისთვის.

„ბევრი ადამიანი ხვდება, რომ ჩვენი უსაფრთხოება და დაცულობა არ არის გარანტირებული, ამიტომ საჭიროა კოორდინირებული და ყოველდღიური ძალისხმევა, რათა შევინარჩუნოთ ის. ახლა ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია პუტინის რეჟიმის მხრიდან და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას. უკრაინის გადამწყვეტი მხარდაჭერა ერთადერთი გზაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპასა და მსოფლიოს, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, ჰქონდეს გარკვეული მომავალი. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები, რაც მოითხოვს თავდაცვაში ინვესტირების გაზრდას. პუტინის ომის მთავარი შედეგები, მისი მიზნების საპირისპიროდ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გამოცოცხლება და განახლება.

რამდენიმე კვირაში ჩვენ გავმართავთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამიტს მისი 73-წლიანი ისტორიის მანძილზე. მადრიდის სამიტზე ჩვენ განვიხილავთ ორგანიზაციის სტრატეგიას, მომავალი ათწლეულის სტრატეგიულ კონცეფციას, ასევე შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხს. ამასთან, ეს სამიტი იქნება ევროკავშირისა და ნატო-ს ერთიანობის მნიშვნელოვანი გზავნილი, კავშირის, რომელიც დღეს განსაკუთრებულია ჩვენი თანაარსებობის მოდელის დასაცავად“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა