Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ბუქარესტში შოთა რუსთაველის ბიუსტი დაიდგა

ნახვები: 595 ბუქარესტში შოთა რუსთაველის ბიუსტი დაიდგა

ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუმინელ კოლეგასთან, ნიკუშორ დანთან ერთად, მეფე მიჰაი I-ის სახელობის პარკში შოთა რუსთაველის ბიუსტი საზეიმოდ გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ ბუქარესტის მერს დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ბიუსტის დადგმის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

„შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ეროვნული ეპოსია, თუმცა, ამავდროულად მსოფლიო კულტურის საგანძურია, რომელსაც ნაციონალური საზღვრები არ გააჩნია. რუსთაველმა ევროპაში რენესანსის დადგომამდე ჩამოაყალიბა ევროპული ჰუმანიზმის პრინციპები და შექმნა ტექსტი, რომელიც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზეა დაფუძნებული. „ვეფხისტყაოსანი“ დამსახურებულად ეწერება დასავლური სამყაროს საგანძურში, რუსთაველი კი ისეთი ავტორების გვერდით, რომლებმაც ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყვეს ხელი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ თბილისსა და ბუქარესტს შორის დაძმობილების მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ იგი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

„საქართველო, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი უკვე გააკეთა, რუმინეთის მსგავსად, წარმატებით გაივლის პროცესს და  მიიღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს. უახლოეს მომავალში საქართველო და რუმინეთი, როგორც მეგობარი ქვეყნები, უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტატუსით შეძლებენ მშვიდობისა და საერთო კეთილდღეობისთვის თანამშრომლობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ბუქარესტის მერის განცხადებით, მათთვის დიდი პატივია, გაიხსნას ძეგლი, რომელიც ეპიკური პოემის – „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს ეკუთვნის.

„ჩვენთვის დიდი პატივია, გავხსნათ ძეგლი, რომელიც ქართული ლიტერატურის ყველაზე დიდებულ წარმომადგენელს, ეპიკური პოემის – „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს ეკუთვნის. როდესაც ვსაუბრობთ წიგნზე, ლიტერატურის ნიმუშზე, ვაქცევთ ყურადღებას, რომ ის მისი დაწერიდან ბევრი წლის შემდეგ იკითხებოდეს, რაც ხაზს უსვამს პოეტის უნივერსალობას, რომელიც გადმოსცემს ერის ღირებულებებს და მის მიერ დაწერილი სიტყვებისთვის პატივისცემას იმსახურებს. ასევე, ხაზს უსვამს და ამტკიცებს, რომ ლიტერატურა და პოემა ეკუთვნის ყველას, მიუხედავად წარმომავლობისა და ეროვნებისა“, – აღნიშნა ბუქარესტის მერმა.

ბუქარესტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ცერემონიას კახა კალაძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა