ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ბელგიის პრემიერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების კუთხით პაუზა უნდა აიღოს

ნახვები: 467 ბელგიის პრემიერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების კუთხით პაუზა უნდა აიღოს

ბელგიის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხში პაუზა უნდა აიღოს.

მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ალქსანდრ დე კროომ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის მეორე დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბელგიის თვალსაზრისით, ბოლო პაკეტი არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და ვფიქრობ, რომ ჯერ უნდა ავიღოთ პაუზა. მიეცით ამ პაკეტს მუშაობის საშუალება. ნავთობის ემბარგოს გავლენა რუსეთზე გაცილებით დიდია, ვიდრე გაზის შემთხვევაში. გზა გაზთან მიმართებაში გაცილებით რთულია“, – განაცხადა ალექსანდრ დე კროომ.

მისი თქმით, ნავთობზე ემბარგოს დაწესება მთელი ევროკავშირისთვის გამარჯვებაა, რომლისაც არავის სჯეროდა.

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მოდით, ერთი წუთით გავჩერდეთ და შევხედოთ მის გავლენას“, – აღნიშნა ბელგიის პრემიერმა.

მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, სანქციების მეექვსე პაკეტის შეთანხმებისთანავე მზადყოფნა გამოთქვეს მეშვიდე პაკეტზე მუშაობის დასაწყებად.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა