თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

შემიძლია, დავადასტურო, რომ რომელიმე ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირში გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის-სალომე სამადაშვილი

ნახვები: 433 შემიძლია, დავადასტურო, რომ რომელიმე ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირში გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის-სალომე სამადაშვილი

შემიძლია, დავადასტურო, რომ რომელიმე ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირში პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის უფრაქციო წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერი მრავალპარტიული დელეგაციით უნდა დადიოდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედქალაქებში და ცდილობდეს, მოიპოვოს პოლიტიკური მხარდაჭერა კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანა – მოლდოვა, უკრაინა და საქართველო კოორდინირებულად მოქმედებდეს და კოორდინირებულად იცავდეს საკუთარ ინტერესებს. ყველა პრობლემა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქმნის ჩვენი ქვეყნის განაცხადის წარმატებასთან დაკავშირებით, ასევე უქმნის გამოწვევას სამივე ქვეყანას. ჩვენ არ უნდა მოვიაზროთ, რომ განცალკევებული კონტექსტია სამივე ქვეყანასთან მიმართებით. პოლიტიკური გადაწყვეტილების ლობირებისთვის ყველაზე კარგი იქნებოდა, ამ სამ ქვეყანას ერთად შეძლებოდა საკუთარი დღის წესრიგის დაცვა ევროკავშირში. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პოლიტიკამ, როგორც უკრაინასთან მიმართებით, ასევე იმ ნაბიჯებმა, რომელიც გადადგეს გასული კვირების მანძილზე და საფრთხის ქვეშ დააყენეს ჩვენი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ამ პროცესს ხელი არ შეუწყო.

დღეს მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა მიიღოს პოლიტიკური გზავნილი ამ ქვეყნებიდან, რომ გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ გადამწყვეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება. დიპლომატიურ ასპარეზზე პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა შეიძლება სწორედ მაშინ, როდესაც ხდება ევროკავშირის პოზიციის ფორმირება. ამიტომ მაქვს შეკითხვა, დღეს, როდესაც მიიღება ისტორიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, სად არის ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ძალიან კარგია ყველა ვიზიტი ყველა ქვეყანაში, მაგრამ დღეს ქვეყანა, რომელიც ლობირებს ევროკავშირში საკუთარ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მრავალპარტიული დელეგაციით უნდა დადიოდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთი დედაქალაქიდან მეორეში. დღეს უნდა იყოს ბერლინში, ხვალ პარიზში, ზეგ ჰააგაში და ა.შ. და ცდილობდეს, მოიპოვოს პოლიტიკური მხარდაჭერა კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის. ამის ნაცვლად, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ვინმე ხიდაშელთან ერთად სახელმწიფო დანიშნულების თვალსაზრისით გაურკვეველი ვიზიტებით არის დაკავებული. ამ ყველაფრის შედეგს სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილავთ უახლოეს მომავალში, ისევე, როგორც ევროკომისიის დასკვნას ჩვენს განაცხადთან დაკავშირებით, რომელიც იქნება საჯარო დოკუმენტი. ევროკავშირის მიერ გამოქვეყნდება და ყველას ექნება შესაძლებლობა, თავად გაიგოს, როგორ, რის გამო და რატომ აღმოჩნდება საქართველო იმ მდგომარეობაში, რომელშიც შეიძლება, აღმოვჩნდეთ, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული კანდიდატი ქვეყნის მხარდასაჭერად. საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ჩვენი სახელმწიფო წარუმატებელი იყოს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა