ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინა და მოლდოვა თუ მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველომ არ მიიღოს

ნახვები: 517 მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინა და მოლდოვა თუ მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველომ არ მიიღოს

სამწუხაროდ, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თუ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველომ არ მიიღოს და ეს არის მათი უკანასკნელი შანსი, რომ რაღაცნაირად მოახერხონ საქართველოში სიტუაციის ამოყირავება, ხელისუფლების დამხობა და ასე შემდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„მაგალითად, ასოცირებულ ტრიოში აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით პირველ ადგილზე ვართ. დავუშვათ მოხდა ისე, რომ კრიტერიუმების მიუხედავად, საერთოდ არაფერი გაითვალისწინეს და საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი, ამ შემთხვევაში მოხდა რაღაც არაორდინალური, რაღაც ისეთი, რაც საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. სუბიექტურად რომ წავიდეთ, ვისი ინტერესია ეს ყველაფერი? სუბიექტურად კი, რაც არ უნდა ცუდი ხელისუფლება იყოს, ამ ხელისუფლებას არ აწყობს ასეთი გადაწყვეტილება. საქმის გაფუჭება გაცილებით ადვილია, ვიდრე გაკეთება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა