ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვოლოდიმირ ზელენსკი - ნამდვილი გმირები ჩვენ შორის არიან

ნახვები: 469 ვოლოდიმირ ზელენსკი - ნამდვილი გმირები ჩვენ შორის არიან

ვამაყობ ყველათი, ვინც გავიცანი, ვისაც ხელი ჩამოვართვი, ვისაც ვეკონტაქტები, ვისაც მხარი დავუჭირე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ბევრი სამუშაო იყო, გაუთავებელი დღეები. ვიმყოფებოდი ზაპოროჟიეში, ზაპოროჟიის რეგიონში. მხარი დაუჭირე ჩვენს სამხედროებს და დავაჯილდოვე საუკეთესოები. მოვისმინე მოხსენება. პოზიციებზე ვიყავით. შევხვდი სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ადგილობრივი პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას, დროებით ოკუპირებული ქალაქების რამდენიმე მერს. ასევე, შევხვდი მარიუპოლის მცხოვრებლებს, რომლებმაც მოახერხეს ქალაქის დატოვება ცოცხლად და ბავშვებთან ერთად. აქ მათ დახვდათ ადამიანური და თბილი გარემო. პირობები ვნახე – დროებითი, მაგრამ არა ცუდი. გავიგე მათი რთული კითხვები. ვფიქრობ, ჩვენ გადავწყვეტთ. თითოეულ ოჯახს აქვს თავისი ისტორია. უმეტესობა მამაკაცის გარეშე იყო. ვიღაცის ქმარი წავიდა ომში, ვიღაც ტყვეობაშია, ვიღაც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. უბრალოდ ტრაგედია. არც სახლი, არც საყვარელი ადამიანი. მაგრამ საჭიროა ბავშვებისთვის ცხოვრება. ნამდვილი გმირები ჩვენ შორის არიან. ამის შემდეგ ოფისის უფროსთან ერთად აღმოსავლეთით გავემგზავრეთ. ვიყავით ლისიჩანსკში და სოლედარში. ვამაყობ ყველათი, ვინც გავიცანი, ვისაც ხელი ჩამოვართვი, ვისაც ვეკონტაქტები, ვისაც მხარი დავუჭირე. რაღაც მოვიტანეთ მათგან. ეს მნიშვნელოვანია. ნდობა მოიტანა და ძალა. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას. მათ მშობლებს დიდება. ჩვენ ყველას – გამარჯვება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა