ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ქართველ ხალხს ჰკითხეთ, რას ფიქრობენ, კარგია თუ არა, როდესაც კუბილიუსი გვასწავლის ჭკუას-წულუკიანი

ნახვები: 493 ქართველ ხალხს ჰკითხეთ, რას ფიქრობენ, კარგია თუ არა, როდესაც კუბილიუსი გვასწავლის ჭკუას-წულუკიანი

ქართველი ერი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რასაც მოთმინებით ველოდებით და ამ მოლოდინში ვცდილობთ, ყურადღება არ მივაქციოთ კუბილიუსისნაირ, ქართველი ერის შეურაცხმყოფელ განცხადებებს, – განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

წულუკიანის თქმით, ქართველ ხალხს უნდა ჰკითხონ, რას ფიქრობენ, კარგია თუ არა, როდესაც კუბილიუსი გვასწავლის ჭკუას, ვინ ავირჩიოთ ხელისუფლებაში.

„ბატონი კუბილიუსი და ქალბატონი, გვარი აღარ მახსოვს, უკვე ძალიან შორს მიდიან და რეალურად, პირდაპირ ესხმიან თავს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ისინი ამ განცხადებით უკვე პირდაპირ და აგრესიულად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ბატონ კუბიულიუსს და მეორე ქალბატონს საერთოდ, როგორც ჩანს, არ აინტერესებთ, ვინ არის ქართველი ხალხი და რას ფიქრობს ქართველი ხალხი. ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ჩემი მოსაზრება კი არ არის საინტერესო, რამდენადაც ქართველების აზრი. აი, აქ ბრძანდებიან ქართველები და მათ ჰკითხეთ, რას ფიქრობენ – კარგია თუ არა, როდესაც კუბილიუსი გვასწავლის ჭკუას, ვინ ავირჩიოთ ხელისუფლებაში. მისთვის ამის უფლება არავის მიუცია. ჩვენი ხელისუფლება არის არჩევნების შედეგად არჩეული, მას ნდობა გამოუცხადა ამომრჩევლის უმრავლესობამ. შესაბამისად, დემოკრატიული არჩევნების შედეგადაა ხელისუფლების სათავეში მოსული პოლიტიკური ძალა. ნებისმიერი თავდასხმა დემოკრატიულად სათავეში მოსულ პოლიტიკურ ძალაზე არის თავდასხმა ხალხზე, თავდასხმა სახელმწიფოსა და ქვეყანაზე. შესაბამისად, არჩევანი, რომელიც არის ბატონი კუბილიუსის მიერ დაყენებული, არის იმ ქართველი ერის შეურაცხყოფა, რომელმაც თავის ევროპულ გზაზე ძალიან ბევრი სისხლი დაღვარა, ძალიან ბევრი მსხვერპლი გაიღო და რომელიც ძალიან დიდი მისთვის დამახასიათებელი მოთმინებით ელოდება ვერდიქტს. ვერდიქტი უნდა იყოს, ჩვენი აზრით, დიახ, ქართველი ერი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას დიდი მოთმინებით, რა იქნება ვერდიქტი. ამ მოლოდინში ვცდილობთ, ყურადღება არ მივაქციოთ კუბილიუსისნაირ, ქართველი ერის და ჩვენი სახელმწიფოს შეურაცხმყოფელ განცხადებებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა