ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ხაზარაძე: "ჩვენ შემოვედით პარლამენტში, რომ ბოლომდე მივიყვანოთ შარლ მიშელის დოკუმენტი"

ნახვები: 293 ხაზარაძე: "ჩვენ შემოვედით პარლამენტში, რომ ბოლომდე მივიყვანოთ შარლ მიშელის დოკუმენტი"

ჩვენ შემოვედით პარლამენტში, რომ ბოლომდე მივიყვანოთ შარლ მიშელის დოკუმენტი, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, მათ მიერ ახლადშექმნილი ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტში აქტიურ საქმიანიბას გეგმავს.

„დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია, რომლის სახელიც იქნება „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის". ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იყოს ძალიან ხმამაღლა წარდგენილი საქართველოს უმაღლეს ორგანოში. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი და ინიციატორი იმ ეკონომიკური და სისტემური საკითხების მოგვარებაში, რომელიც მძაფრად დგას თითოეული მოქალაქის წინაშე. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი, რომ ევროატლანტიკური კურსი იქნება მხარდაჭერილი და ჩვენ ძალიან მალე უნდა გავხდეთ ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი. რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ჩვენგანი იქნება იმის გარანტორი, რომ ჩვენი მოქალაქეების, რომელთა ცხოვრებაც გაუარესდა „ქართული ოცნების" გაუაზრებლობის გამო, მათი წარმომადგენელი ვიყოთ საქართველოს უმაღლეს ორგანოში.

ყველა ხვდება იმ კვალიფიკაციას და დიდ ენერგიას, რომლითაც ჩვენ შემოვედით პარლამენტში იმისთვის, რომ მივიყვანოთ ბოლომდე შარლ მიშელის დოკუმენტი, მოვამზადოთ ქვეყანა ახალი არჩევნებისთვის და მივიღოთ ის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში არის გაწერილი",- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის ფრაქციაში „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის"

„ლელოს" წევრებთან დეპუტატები სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე გაერთიანდნენ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა