ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სერჯო მატარელა - თბილისსა და რომს აქვთ საერთაშორისო პოლიტიკის საერთო პოზიცია

ნახვები: 411 სერჯო მატარელა - თბილისსა და რომს აქვთ საერთაშორისო პოლიტიკის საერთო პოზიცია

იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას განცხადებით, თბილისსა და რომს საერთაშორისო პოლიტიკის საერთო პოზიცია აქვთ.

„ისინი იზიარებენ იმ ფუნდამენტს, რომელსაც ორივე ვემყარებით, ანუ, ომის დაგმობა, მშვიდობიანი თანაარსებობა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი პოლიტიკური საზღვრების ინტეგრაციის აღიარება. მნიშვნელოვანია ამ ფაქტების ხაზგასმა, რადგანაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას თითქოს უნდა, ხაზი გაესვას პრობლემის ძალისმიერ გადაჭრას. ეს მოხდა საქართველოში 2008 წელს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, – განაცხადა სერჯო მატარელამ.

სერჯო მატარელას თქმით, იტალია ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს დეფაქტო ოკუპაციას რუსეთის მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსეთის ფედერაციის უკრაინაში აგრესიას ძალიან დიდი გამოძახილი აქვს რეგიონში და ამან კიდევ ერთხელ დააჩქარა საქართველოსა და ევროპას შორის პარტნიორობა, საერთო ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლდ“, – განაცხადა სერჯო მატარელამ რომში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა