Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ალუდა ღუდუშაურ: "დროებითი საგამოძიებო კომისია იქნება უაღრესად ეფექტური"

ნახვები: 213 ალუდა ღუდუშაურ: "დროებითი საგამოძიებო კომისია იქნება უაღრესად ეფექტური"

„დროებითი საგამოძიებო კომისია იქნება უაღრესად ეფექტური და მიუხედავად იმისა, ვინ შემოუერთდება, ვინ უარი თქვა და ვინ სპეკულაციის გზა აირჩია", - ამის შესახებ საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, კომისია საბოლოოდ დაადგენს, რომ 2020 წლის არჩევნები თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.

„მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ საქართველოს ისტორიაში პრაქტიკულად არ არსებობს არც ერთი მსგავსი ფაქტი, როდესაც არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილიყო საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია, ამიტომ მე ამაყი ვარ, რომ მომეცა საშუალება ჩავრთულიყავი როგორც პარლამენტის წევრი, ამ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში. ამაყი ვარ, რადგან ვერც ერთმა ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ გაბედა წარსულში, რომ როდესაც არსებობდა კითხვები, ლეგიტიმური იყო თუ არ იყო ასეთი კითხვები, შეექმნა ისეთი პლატფორმა, როგორიც არის დროებითი საგამოძიებო კომისია. ეს არის ის საშუალება, რომლის შესაძლებლობის ანალოგი პრაქტიკულად არც ერთ ცალკე აღებულ ინსტიტუციას არ აქვს, ამიტომ ყოველგვარი სპეკულაცია და ყოველგვარი სიცრუის ტირაჟირება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რომელიმე ცალკე აღებულმა ინსტიტუციამ, გნებავთ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საერთო სასამართლოებმა, საგამოძიებო უწყებებმა არ თუ ვერ გამოიკვლიეს თურმე მათ მიერ წარდგენილი საჩივრები, ამ საგამოძიებო კომისიით მათ ვთავაზობდით წარმოედგინათ ყველა ის დოკუმენტური მასალა, საჩივრის ფორმით იქნებოდა თუ სხვა წერილობითი ფორმით, რომელზეც მათი თქმით, არ მოხდა რეაგირება და აქ, საგამოძიებო კომისიის ფორმატში მომხდარიყო ყველა ამ საკითხზე რეაგირება. მინდა გითხრათ, რომ საგამოძიებო კომისიას აქვს ყველა ბერკეტი, ჩავიდეს ნებისმიერ სიღრმეზე, შეისწავლოს და თუ ასეთი არსებობს, მოახდინოს ამაზე რეაგირება. პრაქტიკულად, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ კარი ღია გვქონდა მათთვის დატოვებული, რომ წარმოედგინათ ასეთი ფაქტები თუ მართლაც ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ ვხედავდით, რომ ნაცვლად იმისა, რომ შემოსულიყვნენ, ასეთი დასაბუთებული პრეტენზიები თუ მართლაც ჰქონდათ, წარმოედგინათ, ყველა ის სუბიექტი სხვადასხვა მედიის კამერის წინ პოზირებით იყო დაკავებული, მხოლოდ და მხოლოდ ზეპირსიტყვიერ დაუსაბუთებელ განცხადებებს ვისმენდით,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა