ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნატო-მ 2008 წელს რუსეთის სამხედრო პოტენციალი არასწორად შეაფასა-ანდერს ფოგ რასმუსენი

ნახვები: 326 ნატო-მ 2008 წელს რუსეთის სამხედრო პოტენციალი არასწორად შეაფასა-ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატო-მ 2008 წელს შეცდომა დაუშვა რუსეთის სამხედრო პოტენციალის შეფასებებში და იმაში, რომ უკრაინას და საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მისცა, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, „ფორინ ფოლისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რასმუსენის თქმით, ნატო-ს პოზიციების გაყოფამ არასწორი სიგნალი გაუგზავნა პუტინს, რომელიც საქართველოს თავს დაესხა 2008 წლის აგვისტოში სამიტიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მეორე შეცდომა, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, იყო სუსტი რეაქცია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე 2014 წელს, როდესაც შემოღებული იქნა „რბილი“ სანქციები.

ნატო-ს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ასეთმა პოლიტიკამ რუსეთის პრეზიდენტს დაუტოვა შთაბეჭდილება, რომ მას შეეძლო, გაეგრძელებინა მიწის ძალით მიტაცება თითქმის ყოველგვარი ფასის გარეშე.

„პუტინს დამცირებისგან ვერ ვიხსნით. ბატონი პუტინისთვის სახის გადარჩენის ღირებულება გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე რუსული ჯარების აშკარა დამარცხება უკრაინაში. ასე რომ, ჩემი დასკვნა ასეთია: უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი, რადგან თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ის არ გაჩერდება. ის გააგრძელებს ქმედებებს მოლდოვაში, საქართველოში და საბოლოოდ ასევე ზეწოლას მოახდენს ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაზე. ამიტომ, უკრაინელებმა უნდა გაიმარჯვონ და ბრძოლის ნებაც აქვთ. ჩვენი მოვალეობაა, მივცეთ მათ ბრძოლის საშუალებები“,- თქვა რასმუსენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა