რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთმნიშვნელოვნად ყალიბდება როგორც ლიდერი, მოვლენების ობიექტური და დაბალანსებული გაშუქების მიმართულებით-თამარ ტალიაშვილი

ნახვები: 382 საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთმნიშვნელოვნად ყალიბდება როგორც ლიდერი, მოვლენების ობიექტური და დაბალანსებული გაშუქების მიმართულებით-თამარ ტალიაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთმნიშვნელოვნად ყალიბდება როგორც ლიდერი, მოვლენების ობიექტური და დაბალანსებული გაშუქების მიმართულებით, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ტალიაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და განათლების კომიტეტების ერთობლივი სხდომების შემდეგ განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში წარადგინა.

 

თამარ ტალიაშვილის თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მნიშვნელოვანი, ორიგინალური მიმართულებებითა და ქართული პროდუქციის შექმნის თვალსაზრისით ლიდერობა დაიკავა.

 

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთმნიშვნელოვნად ყალიბდება როგორც ლიდერი, მოვლენების ობიექტური და დაბალანსებული გაშუქების მიმართულებით. ასევე ლიდერობა დაიკავა მნიშვნელოვანი და ორიგინალური მიმართულებებით, ქართული კონტენტისა და პროდუქციის შექმნის თვალსაზრისით, როგორიცაა კულტურა, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროგრამები. ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მომავალი თაობის განათლების თვალსაზრისით. უნდა აღინიშნოს, რომ ობიექტურ და ნამდვილ ინფორმაციაზე წვდომა არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპისა და მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის გამოწვევა. ამიტომაც, ევროპის მაუწყებელთა კავშირი პირდაპირ რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფოებს, რომ დემოკრატიის გაძლიერების მიზნით, საზოგადოებრივი მაუწყებელი გაძლიერდეს როგორც ნამდვილი და არა ფეიკნიუსების შემქმნელი მაუწყებლობა. სწორედ ასეთად ჩამოყალიბდა ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეს ძალიან მისასალმებელია“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა