თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

კახა კალაძე - ვინმე თუ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებს არავის არაფერი გამოუვა

ნახვები: 472 კახა კალაძე - ვინმე თუ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებს არავის არაფერი გამოუვა

დამოკიდებულება, რაც რეზოლუციაში იყო, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, ვინმე თუ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებს, ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობს იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, არავის არაფერი გამოუვა.

„რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, მის შინაარსზე და რა თქმა უნდა, სამარცხვინოა თითოეული ტექსტის თითოეული სიტყვა, რომ გვეუბნებიან, თითქოს ადამიანი, რომელიც უამრავ საქველმოქმედო საქმეს აკეთებს, უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, ეკლესიების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ნატო-ს სტანდარტის ბაზების მშენებლობა, უამრავი ადამიანის დახმარება, ხელშეწყობა, ცენტრალური პარკის მშენებლობა, არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, უნივერსიტეტის მშენებლობა და ის დამოკიდებულება, რაც რეზოლუციაში იყო, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია. ვინმე თუ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებენ, ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, ტყუილად ცდილობენ ამას და არავის არაფერი გამოუვა.

ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი საქმე, ჩემი აზრით, რაც ქვეყანას გაუკეთა, ეს იყო მისი პოლიტიკაში შემოსვლა და ქვეყნისთვის იმ ბოროტების, ქვეყნის მტრების მოცილება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახით იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა