თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

დიეგო კოლასი - საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა

ნახვები: 491 დიეგო კოლასი - საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა

ჩვენ გვაქვს ევროკომისიის შეფასება და ახლა ველოდებით ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ევროკომისიამ კარგი სამუშაო შეასრულა და გააკეთა კარგი ბალანსი წევრ ქვეყნებს შორის.

„ველოდები, რომ იქნება იმის მსგავსი გადაწყვეტილება, როგორიც ევროკომისიის მოსაზრება იყო. რა თქმა უნდა, ეს მომდევნო დღეების საქმეც არის. როდესაც ვხედავთ ევროკომისიის მოსაზრებას, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაც დაახლოებით ასეთი იქნება და არ იქნება განსხვავებული. რადგან თქვენ გაქვთ ევროპული პერსპექტივა, გაქვთ ცხადი საგზაო რუკა კანდიდატის სტატუსის მიმართულებით და სურვილი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ასე რომ, ეს არის საკმაოდ არსებითი მიღწევა და არსებითი ბედისწერა, რომ ეს შესაძლებელია.

ახლა კითხვა არის ამ რეფორმების განხორციელება, რადგან ზოგიერთი ისაუბრებს უკეთესი შედეგების შესაძლებლობაზე. კარგი რასაც ვხედავ არის ის, რომ საქართველოს აქვს ბედისწერა ამ კუთხით. თქვენ განახორციელეთ რეფორმები და სიურპრიზი არ არის, რომ გქონდათ მოლოდინები ამ საკითხებზე. შეუძლია თუ არა ქვეყანას გაერთიანება ამ საკითხებზე, განახორციელოს რეფორმები, მოახდინოს დემოკრატიული ჩარჩოს კონსოლიდაცია იმისთვის, რომ მიაღწიოთ ამ შედეგს. სწორედ ეს არის ის, რისი დანახვაც გვსურს. ერთ კვირაში ეს ვერ მოხდება, მაგრამ უფრო ფართო ჩარჩოში, მნიშვნელოვანია ამ რეფორმებზე ყურადღების გამახვილება და პროგრესის ჩვენება, რომ შევძლოთ უფრო უკეთეს საფეხურზე გადასვლა ამ პროცესში. ვფიქრობ, ძალიან დამაიმედებელი ამოცანა არის და ახლა კითხვა არის მისი მიღწევა“,- განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა