ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„რუსთავი 2“-ის უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთები და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობა დაყადაღებულია

ნახვები: 394 „რუსთავი 2“-ის უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთები და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობა დაყადაღებულია

თბილისის სასამართლოს განჩინებით, „რუსთავი 2"-ის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო, - ამის შესახებ ინფორმაციას იურისტი კახა კოჟორიძე ავრცელებს.

მისივე განმარტებით, ,,კოჟორიძე და იურისტები" საადვოკატო მომსახურებას „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს უწევს.

„სასამართლოს განჩინებით, ყადაღა დაედო „რუსთავი 2"-ის უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას. აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო „რუსთავი 2"-ის 60% წილი. ახლა, ასევე დაყადაღდა „რუსთავი 2"-ის უძრავი ქონება სრულად.

ჩვენ ასევე ვითხოვდით „რუსთავი 2"-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქიბარ ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯ.აქიმიძე და დ.დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ „რუსთავი 2" დაუბრუნდეს მის დამფუძნებლებს", - აცხადებს კახა კოჟორიძე.

საქალაქო სასამართლოში მომდევნო პროცესი „რუსთავი 2"- ის დაბადების დღეზე, 1 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14 მაისს გაიმართა.

მოსამართლემ მხარეებს მოლაპარაკებისა და შეთანხმებისკენ მოუწოდა, თუმცა დამფუძნებლებს ამის იმედი არ აქვთ. აქიმიძე და დვალი ამბობენ, რომ ჰოლდინგის შექმნის შემდეგ, ტელეკომპანიის აქციების დიდი ნაწილის "პრაიმტაიმისთვის" გადაცემა ქიბარ ხალვაშის მიერ ქონების მიზანმიმართულად გადამალვას ემსახურება.

მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2" და "პრაიმტაიმი" მედიაჰოლდინგში გაერთიანდნენ, ტელეკომპანიის ქონებიდან რ2 საკუთრებაში მხოლოდ აქციების 10% დარჩა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა