ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო

ნახვები: 507 ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო

ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ბუნებრივია, მას მოჰყვება კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კითხვაზე, როგორი იყო პრემიერის რეაქცია იმაზე, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა უკრაინისა და მოლდოვისადმი სტატუსის მინიჭებაზე და იქვე ითქვა, რომ საქართველოს მეტი ჰქონდა გასაკეთებელი ამისთვის, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს უსამართლოა.

„უსამართლოა, მაგრამ გვესმის და ევროპელი ლიდერებისგან გავიგეთ, რომ მათ გადაწყვიტეს, მიენიჭებინათ სტატუსი უკრაინისთვის, რადგან უკრაინა არის ომში. მოლდოვაც მეზობელი ქვეყანაა და ძალიან მჭიდროდ არის, ძალიან რთულ სიტუაციაშია. ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები ზედაპირზე აქვს. საქართველოს მუშაობას თუ შევადარებთ, ჩვენს რეფორმებს, ყველაფერს, დამსახურებულად თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელსაც მიენიჭებოდა ეს სტატუსი, რადგან ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს, ძალიან კონკრეტული მუშაობა აწარმოა ჩვენმა ქვეყანამ, მაგრამ სამივე ერი არის ევროპული პერსპექტივის მქონე. ეს არის ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება, რადგან ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ბუნებრივია, მას მოჰყვება კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, პირობები სამივე სახელმწიფოს განესაზღვრა. პრაქტიკა ჩვეულებრივ ასეა, სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ასოცირებული ქვეყნები იყვნენ და შემდეგ იქცნენ კანდიდატის ქვეყნებად. როგორც ვთქვი, გავიგეთ ევროპელი ლიდერების ოფიციალური პოზიცია. მაგალითად, პრეზიდენტმა მაკრონმა საჯაროდ განაცხადა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, მიენიჭებინა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი, რადგან ის ომშიაო. ეს არის წახალისება, ეს არის ბონუსი უკრაინისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა