ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„ნაცების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმდენი „არანაცი“ და ევროპული იდეის მომხრე მივიდა, რომ ორგანიზატორებს თავისი ბელადის ავტომატურად უარყოფა მოუწიათ-მამუკა მდინარაძე

ნახვები: 407 „ნაცების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმდენი „არანაცი“ და ევროპული იდეის მომხრე მივიდა, რომ ორგანიზატორებს თავისი ბელადის ავტომატურად უარყოფა მოუწიათ-მამუკა მდინარაძე

„ნაცების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმდენი „არანაცი“ და ევროპული იდეის მომხრე მივიდა, რომ აქციის ორგანიზატორებს თავისი ბელადის ავტომატურად უარყოფა მოუწიათ და საერთოდ არ უხსენებიათ მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქციაზე მისულ ბევრ ადამიანს არ აინტერესებდა ვინ ვისი მომხრეა, მათი გზავნილი იყო, რომ ევროპა საქართველოს მომავალია.

„ეს იყო ბევრი პოლიტიკური შეხედულების, აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანებისგან, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ მომხრეებისგან შემდგარი, გაგიკვირდებათ და ჩვენი მომხრეებისგან შემდგარი აქცია, რისთვისაც მთავარი მიზანი იყო – დაფიქსირებულიყო ევროპის მიმართ მხარდაჭერა იმის მიუხედავად, რომ ყველამ იცოდა, რომ ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ „ნაცმოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. ვერ მოუთმინეს და ბოლოს მანიფესტის სახით გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა და წალეკვით და დაუმორჩილებლობით დაემუქრნენ ამ ქვეყანას. წალეკვა-დაუმორჩილებლობა კი არ სჭირდება ქვეყანას, არამედ შეთანხმება. გუშინ აქციაზე მისულ ბევრ ადამიანს არ აინტერესებდა ვინ ვისი მომხრეა, მათი გზავნილი იყო, რომ ევროპა საქართველოს მომავალია. უნდა შევთანხმდეთ, ეს ქვეყანა არის შავი ხვრელი, თუ ევროპული სახელმწიფო, რომელსაც უპირატესად ეკუთვნის ევროპული ოჯახის წევრობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა