თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც, რომ 12 პუნქტი ჩვენი ისტორიული ამოცანა და დავალებაა-ალეკო ელისაშვილი

ნახვები: 553 ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც, რომ 12 პუნქტი ჩვენი ისტორიული ამოცანა და დავალებაა-ალეკო ელისაშვილი

პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების“ თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ევროკავშირში ინტეგრაციამდე საქართველოს ორი ნაბიჯი აშორებს და მნიშვნელოვანია, რომ ამისთვის ყველამ ყველაფერი გააკეთოს.

„ქართველ ხალხს ერთი არჩევანი გვაქვს და ეს არჩევანი არის ევროპა. ეს ვიგრძენი გუშინ გამართულ აქციაზე, სადაც დავინახე საჯარო მოხელეები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც და ამან კიდევ უფრო გამამხნევა, რადგან სწორედ გვაქვს ყველაფერი გააზრებული. ერთი ხელის გაწვდენაღა დაგვრჩა, რომ ჩვენი წინაპრების და ჩვენი ნაოცნებარი ასრულდეს. ორი ნაბიჯიღა დაგვრჩა და ერთი ნაბიჯი უკვე მომწიფებულია. ვფიქრობ, ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც, რომ ის 12 პუნქტი ჩვენი ისტორიული ამოცანა და დავალებაა. პოლარიზაციის შემცირება იქნება თუ მესმის, რომ „ქართულ ოცნებას“ ეხამუშება ამის მოსმენა, მაგრამ ეს დეოლიგარქიზაცია აუცილებელია. ქვეყანა ასე გაუკუღმართებულად არ უნდა იმართებოდეს, როგორც ახლა იმართება, რომ პრემიერ-მინისტრი კი გვყავს, მაგრამ იმის პრემიერ-მინისტრი კიდევ სხვაგან გვყავს რომ არ ჩანს ისე. სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა მართავდეს ამ ქვეყანას და არა ვიღაცა კაცი და იმ კაცის ნება-სურვილზე არ უნდა იყოს მთელი ქვეყანა აწყობილი. რამდენ ოლიგარქსაც შეეხება, იმდენს უნდა შეეხოს დეოლიგარქიზაცია, აქ მარტო ერთ კაცზე არ არის ლაპარაკი. ეს არის კეთილგანწყობილი რჩევა და არა თითის დაქნევა ევროპისგან. ამიტომ ახლა გვაქვს ამოცანა და დღის წესრიგი – ძალიან კონკრეტული რაღაცების შესრულება მოვთხოვოთ „ქართულ ოცნებას“, რომ ეს შესაძლებლობა და შანსი ხელიდან არ გავუშვათ“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა