თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„დაისაჯოს ყველა, ვინც „პირველი არხის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“

ნახვები: 355 „დაისაჯოს ყველა, ვინც „პირველი არხის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“

„კანონის მოთხოვნის შესაბამისად, დაისაჯოს ყველა, ვინც 17 მაისს, დმანისში, ფიზიკურად გაუსწორდა საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს - ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას." - ამის შესახებ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი აკეთებს.

მაუწყებელისავე განცხადებით, გმობს ყველა სახის ძალადობას და უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს სტაბილური და მშვიდი გარემოს შენარჩუნებას რეგიონში.

„პირველი არხის მიზანი ყოველთვის არის საზოგადოებაში პოზიციების დაახლოება და არა დაპირისპირება, მხარეების შერიგება და არა კონფლიქტის გაღვივება/ხელშეწყობა. რაც მთავარია, ობიექტური გაშუქება და პოლარიზებულ მედიაგარემოში საზოგადოებისთვის სრული სურათის ჩვენება.

თუმცა ასევე უმნიშვნელოვანესია, იდენტიფიცირებული იყოს და კანონის მოთხოვნის შესაბამისად დაისაჯოს ყველა, ვინც 17 მაისს, დმანისში, ფიზიკურად გაუსწორდა საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს - ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმართა ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიოს მომხდარი. ასევე მიმართა სახალხო დამცველს, ფაქტზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მაუწყებლის თანამშრომლები პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს დაშავდნენ. 2020 წელს მარნეულში, „ქართული ოცნებისა" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის დაპირისპირების დროს, ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი საქართველოს პირველი არხის ოპერატორს თავს დაესხა, ფიზიკურად გაუსწორდა და კამერა დაუმტვრია, თუმცა შემთხვევა დღემდე არ არის გამოძიებული.

საზოგადოებრივი მაუწყებელი იმედს იტოვებს, რომ მსგავსი შემთხვევები არ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე" .

შეგახსენებთ, 16-17 მაისს დმანისში ადგილობრივებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დღოს დაშავდენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა