გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ბევრად მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში, წალეკავს საქართველოს ქუჩებს-სალომე სამადაშვილი

ნახვები: 463 დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ბევრად მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში, წალეკავს საქართველოს ქუჩებს-სალომე სამადაშვილი

არჩევანი არის ქართველ ხალხზე, ან ვირჩევთ ევროპას და ჩვენს მომავალს ევროკავშირში, ან ვირჩევთ რუსი ოლიგარქის რეჟიმს და მისი მმართველობის გაგრძელებას ამ ქვეყანაში. არავის ვურჩევ, რომ რაღაც ინიციატივებით სამართლებრივი დევნა დაიწყოს ქვეყანაში ოპოზიციის წინააღმდეგ ოლიგარქიასთან ბრძოლის საფარქვეშ, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატის თქმით, ყველა მსგავსი ინიციატივა მხოლოდ დააჩქარებს იმ პროცესს, რაც უკვე დაიწყო.

„ქართული ოცნებიდან“ ყველა ნაბიჯი, რომელიც შეზღუდავს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ სივრცეს, მხოლოდ დააჩქარებს როგორც მრავალრიცხოვანი აქციების გაგრძელებას ჩვენს ქვეყანაში, ასევე ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან სიტყვებიდან მოქმედებაზე გადასვლას. ამიტომ ორჯერ დავფიქრდებოდი თქვენ ადგილზე, როგორ მოვიქცეოდი უახლოეს მომავალში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, ათიათასობით სტუდენტი გამოვიდა 20 ივნისს საქართველოში საკუთარი მომავლის დასაცავად.

„ქართველმა ხალხმა გუშინ გააკეთა თავისი არჩევანი და დააფიქსირა ქუჩებში. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა – ბევრად მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში, წალეკავს საქართველოს ქუჩებს ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე“, – განაცხადა სალომე სამადიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა