ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ხაზარაძე ანაკლიის პორტის არაშენებისთვის რამდენს ედავება საქართველოს ხომ არ იცით? -ირაკლი ღარიბაშვილი ანა ნაცვლიშვილს

ნახვები: 615 ხაზარაძე ანაკლიის პორტის არაშენებისთვის რამდენს ედავება საქართველოს ხომ არ იცით? -ირაკლი ღარიბაშვილი ანა ნაცვლიშვილს

ხაზარაძე ანაკლიის პორტის არაშენებისთვის ედავება საქართველოს მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს, ეს ხართ თქვენ, ეს არის თქვენი პარტია, მაგიტომაც მიიღეთ ერთი პროცენტი, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის სხდომაზე „ლელოს“ წევრს, ანა ნაცვლიშვილს.

პრემიერის თქმით, ხაზარაძე არის ნათელი მაგალითი, ოლიგარქობის მსურველი ბიზნემენისა.

ანა ნაცვლიშვილი წარმოადგენს პარტიას, რომელიც ეკუთვნის მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც ჰქონდა რეალური სურვილი და განზრახვა, გამხდარიყო ოლიგარქი ბიზნესმენი, რომელსაც უნდა ემართა პოლიტიკა, პარლამენტი, მთავრობა და ა.შ. მინდა შევახსენო, ვის წარმოადგენს ანა ნაცვლიშვილი. მამუკა ხაზარაძე არის ბიზნესმენი, ბანკირი, რომელმაც იმის გამო, რომ ანაკლიის პორტი ვერ ააშენა, რადგან ფული არ დახარჯა, სამი მილიონი დოლარი აქვს დღეის მდგომარეობით დახარჯული. ხაზარაძე ანაკლიის პორტის არაშენებისთვის რამდენს ედავება საქართველოს ხომ არ იცით? მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს. ეს ხართ თქვენ. ეს არის თქვენი პარტია, მაგიტომაც მიიღეთ ერთი პროცენტი. ეს არის ნათელი მაგალითი ოლიგარქობის მსურველი ბიზნესმენისა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა