Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ეს არ იყო იმ ქვეყნის პრემიერის ანგარიში, რომელიც დღე-დღეზე ელოდება გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან-ანა ბუჩუკური

ნახვები: 393 ეს არ იყო იმ ქვეყნის პრემიერის ანგარიში, რომელიც დღე-დღეზე ელოდება გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან-ანა ბუჩუკური

ძალიან მძიმე იყო ის ყველაფერი, რაც მოვისმინეთ, მაგრამ ყველაზე მძიმე იყო ის, რომ დღეს ჩვენ მოვისმინეთ პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან ანგარიში „ნაცმოძრაობის“ ათი წლის წინანდელი რეჟიმის შესახებ. ეს არ იყო იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ანგარიში, რომელიც დღე-დღეზე ელოდება შეფასებას და გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბარს დაუთმო.

„მთელი თქვენი გამოსვლა, ბატონო ირაკლი, დაუთმეთ შედარებას „ნაცმოძრაობის“ რეჟიმთან, ბატონო ირაკლი, ევროკავშირი არ აფასებს ჩვენი ქვეყნის ათი წლის წინანდელ პროგრესს, ეს არის თქვენი პერსონალური მათ შორის ტრაგედია, რომ ვერ გამოხვედით ამ 2012 წლის რეალობიდან, ჩვენს მოქალაქეებს ბევრად მეტი უნდათ და ბევრად უკეთესი უნდათ, ეს არ გესმით უბრალოდ. ევროკავშირი არ აფასებს ათი წლის პროგრესს, ევროკავშირი აფასებს იმას, რომ ბოლო ერთ წელიწადში ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით განიცადა ე.წ. ბექსლაიდინგი, ანუ უკუსვლა. ქვეყანამ, რომელიც წლების განმავლობაში ასოცირებული ტრიოს ფარგლებში იკავებდა ჩემპიონის ლიდერის სტატუსს. თქვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ნაცვლად სტატუსისა, ხაზს ვუსვამ ჩვენ ვიყავით მოწინავეები, ჩვენ მხოლოდ პერსპექტივა გვერგო. ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციის შემდეგ ანუ ზუსტად ბოლო ორი კვირის განმავლობაში გთხოვთ, კონკრეტულად გვითხრათ, პერსონალურად თქვენ და თქვენმა მთავრობამ, რა გააკეთა, რა ორმხრივი შეხვედრები გქონდათ ჩვენს პარტნიორებთან ევროპაში, გნებავთ სატელეფონო საუბრები. ვიცით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ლოკოკინების ქარხანა გახსნა, ეს ყველამ ვნახეთ, კონკრეტულად თქვენ და მთავრობის სხვა წევრებმა გარდა ლოკოკინების ქარხნის გახსნისა, რა გააკეთეთ ზუსტად ბოლო ორი კვირის განმავლობაში კონკრეტული პასუხი რომ გამცეთ და არა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის შედარება“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა