ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ნახვები: 500 საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა-ურსულა ფონ დერ ლაიენი

საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა, მათ განაცხადს გააჩნია ძალა, თუმცა წარმატებისთვის ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ მკაფიოდ უნდა დასახოს გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ.

„უკრაინა, საქართველო და მოლდოვა განაცხადებით გვეუბნებიან, რომ მათ სურთ ცვლილება. მათ სურთ მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება და უფრო ძლიერი რეფორმები. გვეუბნებიან, რომ სურთ ევროპა. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა მათ მიმართ და ასევე საკუთარი თავის მიმართაც, გავაკეთოთ სწორი არჩევანი.

საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. მათ განაცხადს გააჩნია ძალა, კერძოდ, მისი ეკონომიკის საბაზრო ორიენტირება ძლიერი კერძო სექტორით. თუმცა, წარმატებისთვის ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად. მან მკაფიოდ უნდა დასახოს გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ. გზა, რომელიც კონკრეტულად სახავს აუცილებელ რეფორმებს, მოიცავს სამოქალაქო საზოგადოებას და იღებს სარგებელს ფართო პოლიტიკური მხარდაჭერისგან. სწორედ ამიტომ, ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, შემდეგ კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე დაუბრუნდეს და შეაფასოს, როგორ აკმაყოფილებს ქვეყანა აუცილებელ პირობებს. რამდენად შორს წავლენ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო და რა წარმატებას მიაღწევენ, პირველ რიგში, დამოკიდებულია მათ ქმედებებსა და პროგრესზე. ეს დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომაა. თუმცა, თუ რა რეაგირება გვექნება ჩვენ მათ მისწრაფებასა და პროგრესზე, მხოლოდ ჩვენი არჩევანია. ახლა ევროპულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა