ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ოპოზიციონერ კოლეგებს, ვისაც არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს-სანდრო რაქვიაშვილი

ნახვები: 547 ოპოზიციონერ კოლეგებს, ვისაც არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს-სანდრო რაქვიაშვილი

ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, ვისაც არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, რომ მას სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ცუდად გამოიყურება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილი გამოეხმაურა „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის დავით არახამიას მიერ „ტელეგრამის“ საშუალებით გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

როგორც რაქვიაშვილი ამბობს, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ და საკითხი ამ გზით გაირკვეს.

„უკვე აღარ მესმის „ტრენდი“, რომელიც ხშირად არის გაჟღერებული, რადგან მტკიცებულება უნდა დაიდოს. ვიდრე მტკიცებულება არ დაიდება, შთაბეჭდილება რჩება, რომ არახამია ცდილობს, გაამართლოს ის ნარატივი, რაც „ქართული ოცნებიდან“ მოდიოდა, რომ მეტი საქმე არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძოლონ. რომ წარმოიდგინოთ, რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ვეხმარებით ისეთი მასშტაბია, რომ ეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ეს სტატისტიკაში გამოჩნდებოდა – გაიზრდებოდა რეექსპორტი ნავთობის ან რაღაც მოხდებოდა. ჩვენთან შედარებით, რუსეთისა და უკრაინის მასშტაბი იმხელაა, რომ ამის დამალვა შეუძლებელი იქნებოდა. თუ ეს მასშტაბი მცირეა, გაურკვეველია ამხელა ყურადღება რატომ არის. ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, ვისაც არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, რომ მას სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ცუდად გამოიყურება.

ჩემთვის უცნაურია, როცა ასეთი ყურადღებაა იმ საკითხის მიმართ, რომელიც თეორიულად უკრაინისთვის მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს, მაგრამ ვინაიდან, არახამიას არ ვიცნობ, ვინც იცნობს, სჯობს, ურჩიოს, რომ მტკიცებულებები დაიდოს. მტკიცებულებები უნდა დაიდოს, ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს. თუ ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს აკეთებს, ეს სერიოზული ამბავია, მაგრამ მე ამ ყველაფერს სკეპტიკურად ვუყურებ. თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო იაქტიურებს, კარგია, მაგრამ ამის მოლოდინი არ მაქვს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა