ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პრინციპულად იცვლება არჩევნების ჩატარების წესები, რომ ნდობა ამაღლდეს საარჩევნო პროცესის მიმართ - მანჯგალაძე

ნახვები: 336 პრინციპულად იცვლება არჩევნების ჩატარების წესები, რომ ნდობა ამაღლდეს საარჩევნო პროცესის მიმართ - მანჯგალაძე

პრინციპულად იცვლება არჩევნების ჩატარების წესები, რომ ნდობა ამაღლდეს საარჩევნო პროცესის მიმართ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე იცვლება გასაჩივრებასთან დაკავშირებული საკითხები.

"პრინციპულად იცვლება არჩევნების ჩატარების წესები, რომ ნდობა ამაღლდეს საარჩევნო პროცესის მიმართ. პირველი საკითხი არის, რომ ტექნოლოგიების დანერგვა ხდება პირველად, სამი ტიპის ტექნოლოგიაზე საუბარი: სახის ამომცნობი პროგრამა, ახალი ფორმის ბიულეტენები და მაღალი რეზოლუციის კამერის ქვეშ ხმების დაცვა.

ასევე, ადმინისტრაცია იცვლება პრინციპულად. დღეს არსებული სისტემით არის, რომ 12 წევრიდან 10 წევრი ჰყავს „ქართულ ოცნებას", ახლა იქნება 17 წევრი და აქედან, 9 იქნება პარტიების მიერ წარდგენილი და 8 იქნება პროფესიული ნიშნით წარდგენილი. ასევე გასაჩივრებასთან დაკავშირებული საკითხები იცვლება, საჩივრების ელექტრონული რეესტრი იქმნება, რომ დავინახოთ რომელ უბანზე რა საჩივარი დაიწერა და მთავარი, ოქმში ცვლილება ვერ მოხდება ახსნა-განმარტების გარეშე", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიებისა და ქართული ოცნების წარმომადგენლები საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან. შეჯერებული პროექტი, ვენეციის კომისიას დასკვნისთვის, სავარაუდოდ დღის ბოლოს გადაიგზავნება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა