გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

ბელგიის პრემიერი - საქართველოსთვის გასულ კვირას იყო მნიშვნელოვანი გზავნილი, როდესაც ვისაუბრეთ ევროპის გაფართოებაზე

ნახვები: 468 ბელგიის პრემიერი - საქართველოსთვის გასულ კვირას იყო მნიშვნელოვანი გზავნილი, როდესაც ვისაუბრეთ ევროპის გაფართოებაზე

გასულ კვირას იყო მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის, როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ ევროპის გაფართოებაზე. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ჩვენ მივეცით საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ ნატო-ს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს გზავნილი ნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც წევრობა სურთ.

„ზოგიერთი ადამიანი იტყვის, რომ ეს სიმბოლურია, მაგრამ სიმბოლური გზავნილი დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ ღია ვართ ქვეყნებისთვის, რომლებიც შთაგონებული არიან ჩვენი ღირებულებებით, თავისუფალი, ღია საზოგადოებით, სადაც მოსახლეობას შეუძლია უსაფრთხოდ ცხოვრება. ჩვენ ვიცით, რომ ეს იქნება გრძელვადიანი პროცესი, ვიცით, რომ ამას დასჭირდება ბევრი რეფორმა“, – განაცხადა ალექსანდრე დე კროომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა