ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, რათა ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოსთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული-კარლ ჰარცელი

ნახვები: 471 ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, რათა ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოსთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული-კარლ ჰარცელი

საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ეს მართლაც ისტორიული მომენტია. ამავდროულად, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, რათა ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

ამასთან, ევროკავშირის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და სთავაზობს, პროცესთან დაკავშირებული კითხვები გაუგზავნონ, რომლებზეც პასუხებს მიიღებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა