ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - ნატო ძალიან გულუბრყვილო იყო რუსეთთან მიმართებაში

ნახვები: 338 ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - ნატო ძალიან გულუბრყვილო იყო რუსეთთან მიმართებაში

წლების განმავლობაში, ნატო ძალიან გულუბრყვილო იყო რუსეთთან მიმართებაში, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა „სიენენთან“ განაცხადა.

„ნატო მკაფიო გზავნილს უგზავნის პუტინს, რაც არის ის, რომ ჩვენ ვაპირებთ უკრაინის მხარდაჭერას. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ვიდრე რუსეთის ჯარი დატოვებს ქვეყანას და პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ვფიქრობ, მნიშნველოვანია გავაგზავნოთ ერთიანობისა და საერთაშორისო საზოგადოების სიმტკიცის ეს მესიჯი, განსაკუთრებით ნატო-ს მოკავშირეებისა და რა თქმა უნდა, დიდი შვიდეულის (ერთიანობის), რათა შესაძლებელი გახდეს დავუბრუნდეთ სცენარს, სადაც სხვადასხვა ქვეყნები – განსაკუთრებით კი, რუსეთი ამ შემთხვევაში – პატივს სცემს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელსაც ძირი გამოეთხარა უკრაინაში ამ საშინელი ომის გამო“,- განაცხადა სანჩესმა.

კითხვაზე, იყო თუ არა შეცდომა რუსეთის „სტრატეგიულ პარტნიორად“ განხილვა 2010 წელს, პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ „ნატო შეეცადა, მიეცა რუსეთისა და პუტინისთვის შესაძლებლობა, თუმცა შესაძლოა, წლების განმავლობაში, ჩვენ ვიყავით ცოტა გულუბრყვილოები რუსეთთან ჩვენს ურთიერთობაში“.

„დღეს ვხედავთ ექსპანსიონისტურ და იმპერიალისტურ ქცევას პუტინისა და მისი რეჟიმის მიერ და ეს მიუღებელია.

მნიშვნელოვანია, ის რასაც ახლა ჩვენ მადრიდის ამ სამიტზე ვამტკიცებთ, რითაც რუსეთს განსაზღვრავთ, როგორც სტრატეგიულ საფრთხეს ჩვენი მოკავშირეებისთვის, და განვსაზღვრავთ საშუალებებს, ინსტრუმენტებს რომლის გამოყენებასაც ვაპირებთ, რათა ვუპასუხოთ ამ გლობალურ საფრთხეს“,- განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა