Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

შალვა პაპუაშვილი - თუ აკვირდებით, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებსაც არ ითხოვს, რადგან იცის, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვს

ნახვები: 480 შალვა პაპუაშვილი - თუ აკვირდებით, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებსაც არ ითხოვს, რადგან იცის, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვს

ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებსაც არ ითხოვს, რადგან იცის, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიციის მთელი კამპანია ემსახურება სწორედ ხალხისთვის გვერდის ავლას, ჩაჩოჩებას და ხალხის გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას.

„თუ აკვირდებით, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებსაც არ ითხოვს, რადგან იცის, რომ მას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. მნიშვნელობა არ აქვს, ვადამდელი არჩევნები იქნება თუ არა. ვადამდელ არჩევნებს რატომ არ ითხოვენ? – იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. რა საჭიროა ვადამდელი, რომელიც ახლახანს იყო თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც პირწმინდად წააგო ოპოზიციამ. მათი მთელი კამპანია ემსახურება სწორედ ხალხისთვის გვერდის ავლას, ჩაჩოჩებას და ხალხის გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. რა თქმა უნდა, ვადამდელ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა