თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის წასვლა მედიის ყურადღების გადასატანად არის მოფიქრებული, ეს თემა შემოგდებულია-იაგო ხვიჩია

ნახვები: 514 ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის წასვლა მედიის ყურადღების გადასატანად არის მოფიქრებული, ეს თემა შემოგდებულია-იაგო ხვიჩია

„ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის წასვლა მედიის ყურადღების გადასატანად არის მოფიქრებული, ეს თემა შემოგდებულია, რათა საზოგადოებამ სხვა თემაზე არ ილაპარაკოს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი რამდენიმედღიანი მოხმარების თემაა.

„ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის წასვლა მედიის ყურადღების გადასატანად არის მოფიქრებული, რადგან სხვანაირად ხალხი როგორ უნდა დაარწმუნო იმაში, რომ სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი აღარ არიან „ქართული ოცნების“ წევრები მაშინ, როცა თავად ამბობენ, უმრავლესობის აზრზე ვართო. ეს თემა შემოგდებულია იმისთვის, რომ საზოგადოებამ სხვა თემაზე არ ილაპარაკოს. ეს ყველაფერი არის რამდენიმედღიანი მოხმარების თემა. ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ერთპიროვნული მმართველობის პირობებში შეუძლებელია. ამ ქვეყანაში რეალურ დეპოლარიზაციაზე არავის არ უფიქრია მიუხედავად იმისა, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა რა დაწერეს. დეპოლარიზაციის ერთადერთი საშუალებაა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარება და რაც დაჯდება, ის იქნება ამის აღმოფხვრის საშუალება. ის, რომ უცებ გამოსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, არ იქნება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა