ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ისრაელში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე, პრემიერ-მინისტრად იაირ ლაპიდი დაინიშნა

ნახვები: 455 ისრაელში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე, პრემიერ-მინისტრად იაირ ლაპიდი დაინიშნა

ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი თანამდებობას შეთანხმების მიხედვით დროებით დაიკავებს, ვიდრე პირველ ნოემბერს ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართება. თავად ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ მომდევნო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის.

ბოლო ოთხ წელიწადში რიგით მეოთხე ვადამდელი არჩევნები ისრაელში მას შემდეგ დაინიშნა, რაც მოქმედი კოალიციური მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი ხელმძღვანელობდა, დაიშალა.

მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. მისი შეფასებით, „ნაფტალი ბენეტის მთავრობის ჩამოშლა ძალიან კარგი ახალი ამბავია ისრაელის მილიონობით მოქალაქისთვის“.

ბოლო სოციოლოგიური კვლევების მონაცემებით, ნეთანიაჰუს პარტია ამ ეტაპზე ლიდერობს, თუმცა სავარაუდოდ მას გაუჭირდება პარლამენტში მყარი უმრავლესობის მოპოვება.

ისრაელში ბოლო რამდენიმე წელია, პოლიტიკური კრიზისია. პოლიტიკური პარტიებიდან ვერც ერთი ვერ ახერხებს მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ხმების მოპოვებას. ჩიხიდან გამოსვლა მას შემდეგ მოხერხდა, რაც ნაფტალი ბენეტმა და იაირ ლაპიდმა შეთანხმება და კოალიციური მთავრობის ფორმირება შეძლეს. შეთანხმების მიხედვით, ბენეტსა და ლაპიდს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მონაცვლეობით უნდა დაეკავებინათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა