ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

"შეგახსენებთ, რომ..." - კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის წერილი კახა კუჭავას

ნახვები: 467 "შეგახსენებთ, რომ..." - კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის წერილი კახა კუჭავას

ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩეობის ერთობლივი წერილი კახა კუჭავას. დიპლომატები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით აღებულ ვალდებულებებს ახსენებენ და მისი შესრულებისკენ მოუწოდებენ.

წერილში განსკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული მართლმსაჯულების რეფორმაზე და ამ კუთხით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნების პროცესზე.

კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის წერილს, რომელიც 21 მაისით თარიღდება, უცვლელად გთავაზობთ:

ძვირფასო ბატონო კუჭავა,

გვსურს დავიწყოთ იმით, რომ მივესალმოთ თქვენს როლს 19 აპრილის შეთანხმების შესრულების საქმეში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების საკითხში ოპოზიციის ჩართულობის კუთხით. თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია.

19 აპრილის შეთანხმებაში მხარეებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ გაატარებენ ამბიციურ მართლმსაჯულების რეფორმას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეაჩერებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს და გაატარებენ რეფორმას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მათ შორის დანიშვნების, შეფასებების, დაწინაურებების, დისციპლინური ზომებისა და აპელაციების კუთხით.

მნიშვნელოვანია, რომ მხარეები შეთანხმდნენ მართლმსაჯულების რეფორმის გატარებაზე ინკლუზიურ პროცესში და მიიღებენ საერთაშორისო დახმარებასა და რჩევებს ამ რეფორმების გატარებისთვის, განსაკუთრებით, იმ საკითხებში რაც ეხება მოსამართლეების მიუკერძოებლობას, მათ შორის იმ მოსამართლეებისა, რომლებიც ინიშნებიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში.

19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, პარლამენტს აქვს მნიშვნელოვანი როლი კანონმდებლობაში ცვლილებების პრიორიტეტების დასახვის საკითხში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნების მხრივ.

ეს ცვლილებები სასარგებლო იქნება, საერთაშორისო ექსპერტების მიერ უკვე გაწეული რჩევების გათვალისწინებით, მათ შორის ვენეციის კომისიის უკანასკნელი რეკომენდაციების გათვალისწინებით. ჩვენ ასევე შეგახსენებთ, რომ ეს არის მკაცრი პირობა საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გაწევის კუთხით.

შეთანხმების სულისკვეთება დაცული იქნება, თუ ცვლილებები მიიღება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დანიშვნამდე და სანამ დაიწყება კანდიდატებისთვის ხმის მიცემა. მართლაც, დანიშვნის პროცესში დაუყოვნებლივი პაუზა აჩვენებს ერთგულებას იმ საქმისადმი, რომელიც მართლმსაჯულების გამჭვირვალობასა და მის მიმართ ნდობის გაზრდას ისახავს მიზნად.

ჩვენი მხრივ, მზად ვართ გაგიწიოთ საერთაშორისო დონის რჩევები და დახმარება, როგორც ეს გათვალისწინებულია შეთანხმებაში. მათ შორის იმ საკითხში, რაც შეეხება დანიშნული მოსამართლეების მიუკერძოებლობას." ნათქვამია ელჩების ერთობლივ მიმართვაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა