ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისკენ გზის გავლას წლები ან ათწლეულები არ უნდა დასჭირდეს

ნახვები: 348 ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისკენ გზის გავლას წლები ან ათწლეულები არ უნდა დასჭირდეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გზის გავლას „წლები ან ათწლეულები არ უნდა დასჭირდეს“.

„დღეს, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად, ხელს ვაწერთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც არის ხელისუფლების ყველა შტოს ერთიანობის ნიშანი და მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მივაღწიოთ უკრაინის სტრატეგიულ მიზანს - ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას. ამ განცხადების ხელმოწერა უნდა ნიშნავდეს იგივეს, რასაც ომის მეხუთე დღეს გაწევრიანების განცხადებაზე ხელმოწერა ნიშნავდა,“ - წერს აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინამ გაწევრიანებისთვის საჭირო სამუშაოს საკუთარი ნაწილი სრულყოფილად უნდა შეასრულოს, იმისთვის, რომ ევროკავშირმა ქვეყნისთვის კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება მიიღოს.

„კანდიდატის სტატუსის მიღებას 115 დღე დასჭირდა და ჩვენი გაწევრიანების გზას წლები ან ათწლეულები არ უნდა დასჭირდეს. ეს გზა სწრაფად უნდა გადავლახოთ. გავხადოთ სამუშაოს ჩვენი ნაწილი სრულყოფილი, რათა მივცეთ საშუალება ჩვენს მეგობრებს ევროკავშირში მიიღონ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენთვის ისეთივე სწრაფად და კონსოლიდირებულად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა