ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი კობახიძე დეგნანს და ჰარცელს პასუხობს - „ძალიან რთულია, დაელოდო ერთწლიან პერიოდს“

ნახვები: 346 ირაკლი კობახიძე დეგნანს და ჰარცელს პასუხობს - „ძალიან რთულია, დაელოდო ერთწლიან პერიოდს“

,,როდესაც საუბარია სასამართლო რეფორმაზე, მითითებულია, რომ სასამართლო რეფორმა უნდა განხორციელდეს 2022 წლის გაზაფხულის ჩათვლით. ბუნებრივია, როდესაც საუბარი ეხება დანიშვნებს, ძალიან რთულია, დაელოდო ერთწლიან პერიოდს, აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავხედავთ ყველაფერს, მაგრამ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ისე, როგორც ეს არის საჭირო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის," - ასე პასუხობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების წერილს, რომელიც მათ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას გაუგზავნეს და რომელშიც სასამართლო რეფორმაზეა საუბარი.

,,შეთანხმების სულისკვეთება დაცული იქნება, თუ ცვლილებები მიიღება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დანიშვნამდე და სანამ დაიწყება კანდიდატებისთვის ხმის მიცემა. მართლაც, დანიშვნის პროცესში დაუყოვნებლივი პაუზა აჩვენებს ერთგულებას იმ საქმისადმი, რომელიც მართლმსაჯულების გამჭვირვალობასა და მის მიმართ ნდობის გაზრდას ისახავს მიზნად. ჩვენი მხრივ, მზად ვართ გაგიწიოთ საერთაშორისო დონის რჩევები და დახმარება, როგორც ეს გათვალისწინებულია შეთანხმებაში. მათ შორის იმ საკითხში, რაც შეეხება დანიშნული მოსამართლეების მიუკერძოებლობას,"- ნათქვამია ელჩების წერილში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა