რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

17 კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ევროპული მომავლისთვის ერთობლივი პეტიცია შეიმუშავეს

07.02.2022 | 14:20 ნახვები: 201

სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებმა პეტიცია შეიმუშავეს, რომლითაც მათი განცხადებით, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ერთიანდებიან.

17 კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ერთობლივად შემუშავებულ პეტიციას დღეს სიმბოლურად ევროპის მოედანზე მოაწერეს ხელი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სტუდენტები ქვეყნის ევროპულ კურსს უჭერენ მხარს და გააზრებული აქვთ ის როლი, რაც მათ ინტეგრაციის გზაზე აკისრიათ. ისინი თანატოლებს მოუწოდებენ, არ იქცნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის იარაღად, ვისი გამოყენებითაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ქვეყნისთვის ისტორიული პროცესის წარმატებით დასრულებას.

„ჩვენ, საქართველოში მოქმედი საჯარო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობები, ვიზიარებთ რა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, ვავრცელებთ ერთობლივ პეტიციას ამ ისტორიული კურსის მხარდასაჭერად.

მისასალმებელია, რომ 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მიენიჭა. ამით, საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველო აუცილებლად მოიპოვებს ევროკავშირის წევრობას, ხოლო მანამდე, მოკლე ვადებში, მიიღებს კანდიდატის დამსახურებულ სტატუსსაც.

ამ გზაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენი, სტუდენტების როლი. კრიტიკულად აუცილებელია, რომ რეკომენდაციების შესრულების გზაზე ქვეყანაში არ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება, ძალადობა ან რაიმე სხვა ტიპის პროვოკაცია. ეს მტრული ძალებისთვის საჩუქარი, ხოლო ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის – დიდი დარტყმა იქნება.

ჩვენ, სტუდენტები ვიზიარებთ საქართველოს ევროპულ კურსს და ვმონაწილეობთ მის განმტკიცებაში. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს თანატოლებს, არ გახდნენ იარაღი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ხელში. რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ისტორიულ მომავალს.

დღეს, როგორც არასდროს, ჭეშმარიტად ევროპული ფასეულობების გარშემო გაერთიანების დროა. სტუდენტებისა და ახალგაზრდების როლი და ამოცანა დეპოლარიზაციის შესახებ ევროკომისიის პირველი კურსის შესრულება, პოლიტიკური კლასის შერიგება და თანხმობის ხელშეწყობა უნდა იყოს და არა დაპირისპირების გაღვივება.

გვჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რითაც თაობების საუკუნოვანი ნატვრა ახდება,“ – აღნიშნულია სტუდენტურ პეტიციაში.

პეტიციას ხელს აწერენ შემდეგი უნივერსიტეტების თვითმმართველობები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, ალტე (ALTE) უნივერსიტეტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა