ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პარლამენტთან საპროტესტო აქცია „შინ ევროპისკენ“ იმართება

ნახვები: 504 პარლამენტთან საპროტესტო აქცია „შინ ევროპისკენ“ იმართება

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „შინ ევროპისკენ“ იმართება. აქციის ორგანიზატორია ახალი მოძრაობა „შინ ევროპისკენ“, ასევე, აქციის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც.

რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდნენ რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც.

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთი ლიდერის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, როცა ხელისუფლება აღარ არის ლეგიტიმური, იწყება არაძალადობრივი წინააღმდეგობა.

„ყველა ხელისუფლება დგას ლეგიტიმაციაზე. რამდენი პრობლემა აქვს ქვეყანას: ინფლაცია 13 პროცენტს აჭარბებს, ბენზინის ფასი 4 ლარზე მეტია, 15 თეთრით ნაკლები რომ ყოფილიყო, 5-ჯერ გაზარდეს რუსეთიდან ბენზინის იმპორტი, როცა ევროპა პირიქით, ამცირებს, ყველაფერზე მიდიან, ვალი აიღეს, ამას ყველა ადამიანი გრძნობს. მარტო ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ ყველა ხელისუფლებამ აწიოს ხელები და თქვას, ვერ ვაკეთებ ვერაფერს და წავედი. ამას ემატება კიდევ ის, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ამბობს, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა ქნას საქართველოს ევროინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, გათელილია, ირღვევა. აქ დგება უკვე ლეგიტიმაციის საკითხი. როცა ხელისუფლება აღარ არის ლეგიტიმური, იწყება არაძალადობრივი წინააღმდეგობა, რომელიც სრულდება იმით, რომ ხელისუფლება აღარ არის ხელისუფლება“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა აქციის დაწყებამდე.

ამასთან, როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთავლის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში გეგმავს დარჩენას.

შეგახსენებთ, დღევანდელი აქცია დაანონსდა 24 ივნისს, როცა რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შესაქმნელად ერთკვირიანი ვადა მისცეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა